ძებნა

მენიუ

ძებნა

აკადემიურ სივრცეში ალუმნი ქსელი წარმოადგენს ხიდს უნივერსიტეტსა და მის კურსდამთავრებულებს შორის.  არსებითად, კურსდამთავრებულთა ქსელი ფუნქციონირებს როგორც სტრუქტურიზებული ინსტიტუციური გაერთიანება,  რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის თუ მისწრაფებების მქონე კურსდამთავრებულებს, ასევე სფეროში მომუშავე აკადემიურ, ორგანიზაციულ და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ქსელების წარმატებული საქმიანობა უზრუნველყოფს ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა განგრძობით კავშირის უნივერსიტეტთან და ამავდროულად, ხელს უწყობს, როგორც უნივერსიტეტის იმიჯის გაუმჯობესებას, ასევე უნივერსიტეტში არებულ სასწავლო პროპრაგმათა მიმართულებების პოპულარიზებას.

კურსდამთავრებულთა ქსელი წარმოადგენს სტრატეგიულ აქტივს, რომლის წარმატებული საქმიანობაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უნივერსიტეტების არსებულ პოზიციებს საერთაშორისო შეფასებებში, რაც თავისთავად აისახება მის ლოკალურ და საერთაშორისო რეიტნგის ზრდაზეც.

კურსდამთავრებულთა ქსელი საფუძველს უყრის მნიშვნელოვან ტრადიციას, რაც უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. ეს ტრადიცია უზრუნველყოფს აკადემიური ცხოვრების დასრულების შემდგომაც კურსდამთავრებულთა კავშირების შენარჩუნებას და ჩართულობას თავიანთ ალმა მატერთან.

კურსდამთავრებულთა საზოგადოების და ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს კურსდამთავრებულთა ქსელების დაარსება. ეს გაერთიანებები უზრუნველყოფს ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების განგრძობით კავშირის უნივერსიტეტთან და ამავდროულად, ხელს უწყობს  შესაბამისი მიმართულებების პოპულარიზებას. კურსდამთავრებულთა ქსელის საქმიანობის სამიზნე აუდიტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტით. ჩვენი მიზანია შევქმნათ პოზიტიური გავლენის მქონე ეფექტიანი კურსდამთავრებულთა საზოგადოება, რომლის საქმიანობაც გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქსელის წარმატებული საქმიანობა პოზიტიურად აისახება უნივერსიტეტის იმიჯსა და პროგრამის ცნობადობაზე. კურსდამთავრებულთა ქსელები პირველ რიგში წარმოადგენენ თვითორგანიზებულ ჯგუფებს, რომელთაც ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით, პოზიტიური წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებაში.