ძებნა

მენიუ

ძებნა

მიზანი

კურსდამთავრებულთა ქსელის მიზანია სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებული აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებსა და უნივერსიტეტს შორის ხანგრძლივ და მდგრად ურთიერთობას. ილიაუნის ალუმნი ქსელი მხარს უჭერს კურსდამთავრებულთა ინიციატივებსა და პროექტებს და ქმნის სივრცეს, სადაც მათ შეუძლიათ დაკავშირება და უნივერსიტეტის წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანა. ამ მიზნის მისაღწევად ქსელი ავითარებს ეფექტიან მართვის მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს ალუმნი ქსელის პოპულარიზებას და უნივერსიტეტის ფარგლებში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფზე დაფუძნებული ალუმნი ქსელების შექმნასა და განვითარებას.