კურსდამთავრებულთა დაჯილდოვება:
კურსდამთავრებულთა აკადემიური და კარიერული წარმატებების აღიარების მიზნით, ილიაუნი ალუმნის სამსახური ფაკულტეტებთან თანამშრობლობით, ახორციელებს ყოველწლიურ კურსდამთავრებულთა დაჯილდოებას. კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია აერთიანებს საუკეთესო კურსდამთავრებულებს და წარმოჩენს მათ სოციალური, კარიერული და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობას. დაჯილდოების აქტი წარმოადგენს მაგალითს და შთაგონების წყაროს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.